ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ერაყში იმყოფება


აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბაღდადს ჩაფრინდა ერაყში ამერიკული სამხედრო ძალების მიერ საბრძოლო ოპერაციების დასრულების აღნიშვნასთან დაკავშირებით. დღეს იგი შეხვდება ერაყის ლიდერებს, რომლებმაც უახლოეს მომავალში უნდა გააფართოვონ ამერიკა-ერაყის დიპლომატიური ურთიერთობა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში განცხადებას გააკეთებს. დღესდღეობით ერაყში მხოლოდ 50 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. 2007 წელსამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი ერაყში 170 000 შეადგენდა. დღეიდან ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკრძალებათ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ამას ოფიციალურად მოითხოვს ერაყის ჯარის სარდლობა და თუ ამ ოპერაციებში ამერიკელებთან ერთად ერაყელებიც ჩაერთვებიან.

XS
SM
MD
LG