ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამერი აზერბაიჯანს აკრიტიკებს


კრამერი აზერბაიჯანს აკრიტიკებს
კრამერი აზერბაიჯანს აკრიტიკებს

ყოფილი რესპუბლიკელი ჩინოვნიკის სტატია "ფორინ პოლისის" ბლოგზე გამოქვეყნდა.

ცხოეთის პრესის მიმოხილვა ეთმობა დევიდ კრამერის სტატიას სათაურით „დიდი პრობლემები ბაქოში და ის კაცი, რომელიც მათ გადაჭრის,“ რომელიც 17 აგვისტოს ჟუნრალ „ფორეინ პილისის“ „ჩრდილოვანი მთავრობის“ ბლოგზე გამოქვეყნდა, სადაც რესპუბლიკური თვალსაზრისის მქონე კომენტარი ქვეყნდება.

„ჩემს წინა კომენტარში ივლისის დასაწყისში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის პოლონეთსა და საქართველოში ვიზიტი შევაქე, მაგრამ იქვე გარკვეული შეშფოთება გამოვხატე მის აზერბაიჯანში სტუმრობასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ ჩემი შეშფოთება არ შემცირებულა. მე კვლავინდებურად აზერბაიჯანის მიმართულება მადარდებს. საქმეს ართულებს ისიც, რომ აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩის ვაკანსია უკვე ერთ წელიწადზე მეტია რაც თავისუფალია და ამ თანამდებობაზე კანდიდატის განხილვა გადაიდო.

რეგიონში მეტნაკლებად პროდუქტიული ტურის დროს კლინტონმა არასწორი პასუხი გასცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე. თავდაპირველად თავის შენიშვნებში კლინტონმა გამოთქვა იმედი, რომ მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების სტატუსთან დაკავშირებული გარკვეული ‘რთული საკითხები’ აზერბაიჯანში მალე გადაიჭრება. მაგრამ შემდეგ როცა მას ჰკითხეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში ამ სფეროში ბოლო 18 წლის მანძილზე „მნიშვნელოვანი პროგრესი“ შეინიშნება.

რომელ აზრის გამოხატვის თავისუფლებასა თუ დამოუკიდებელი მედიის არსებობაზეა საუბარი, როცა აზერბაიჯანში არც ერთი და არც მეორე არსებობს? კარგია, რომ კლინტონის სიტყვები, რომ მოვიშველიოთ დემოკრატია და ადამიანის უფლებები აზერბაიჯანთან შეერთებული შტატების „დიალოგის განუყოფელ ნაწილს“ წარმოადგენს. მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მან ამის შესახებ უფრო დამაჯერებლად ილაპარაკოს. კარგია ისიც, რომ კლინტონმა ახსენა ორი ბლოგერის - ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის - საქმე. აღსნიშნავია, რომ ეს ორი პირი გასულ წელს საეჭვო ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს მას შემდეგ რაც მათ უცნობი პირები თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. მაგრამ ბაქოდან კლინტონის წასვლამდე სასამართლომ კიდევ ერთ ჟურნალისტს ეინულა ფატულაევს უკვე მესამედ პატიმრობა მიუსაჯა. მას საკანში „ნარკოტიკების შენახვა“ ედება ბრალად. კლინტონის ვიზიტის შემდეგ ფატულაევის გასამართლება ფაქტობრივას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიმართ უპატივცემლობას ნიშნავს.

ივლისის მიწურულს ბაქოს შემოგარენში ორ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ შორის ერთი ოპოზიციასთან დაკავშირებული პირი იყო. ხოლო 31 ივლისს ბაქოს ცენტრში ორგანიზებული საპროტესტო დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალეს და დაახლოებით 100 აქტივისტი დააპატიმრეს. შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური სიტუაცია გაუარესდება. მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გამოიტანა დასკვნა, რომ ქვეყნის ენერგომატარებლებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გამო ბაქოს ყველაფერი გაუვა.

შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანის მიმართ უფრო თანამიმდევრული და პრინციპული პოლიტიკის გატარება სჭირდება. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ არსებული დაძაბულობა ამ მოთხოვნის აუცილებლობას ააშკარავებს. ბაქოში ელჩის დანიშნვნა ამას უდავოდ ხელს შეუწყობს. ამ თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზას დამტკიცებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, ამერიკის ეროვნული სომხური კომიტეტის ჩათვლით, მის დანიშნვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.

ბრაიზას წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალდება ის არის, რომ ის რეგიონში მოქმედ პოლიტიკურ პირებს კარგად იცნობს. მაგრამ მასთან მუშაობის დროს ჩემი გამოცდილება ის იყო, რომ რეგიონის პოლიტიკოსებთან ახლო ურთიერთობების მიუხედავად, იგი ყოველთვის წინა პლანზე შეერთებული შტატების ინტერესებს აყენებდა, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიც არის დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, აცხადებს კრამერი და აგრძელებს:

შეერთებულ შტატებს ბაქოში ელჩი სასწრაფოდ სჭირდება. ჩემი გამოციდლება ბრაიზასთან მეტყველებს იმაზე, რომ იგი შესანიშნავი კანდიდატია ამ როლის შესასრულებლად.“

შეგახსენებთ, რომ გაგაცანით დევიდ კრამერის სტატია, რომელიც ჟურნალ „ფორეინ პოლისის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG