ბრიტანელი სუპერმოდელი ნაომი კემბელი ლიბერის ყოფილი პრეზიდენტის ჩარლზ ტეილორის სამხედრო ტრიბუნალზე მოწმედ წარსდგა. სუპერმოდელის თქმით, მან ტეილორისგან საჩუქრად მიიღო ქისა, სადაც ძვირფასი ქვები იყო. “როდესაც მეძინა კარზე დამიკაკუნეს. კარი რომ გავაღე იქ ორი მამაკაცი იდგა. მათ გადმომცეს ქისა და მითხრეს, რომ ეს ჩემთვის საჩუქარი იყო,” - განაცხადა ნაომი კემბელმა. ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტს ბრალი ედება სიერა ლეონეში სამოქალაქო ომის დროს ამბოხებულების იარაღით მომარაგება. იარაღის სანაცვლოდ ის ე.წ. „სისხლიან ბრილიანტებს“ იღებდა.