ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წვრთნები ყვითელ ზღვაში


სამხრეთ კორეის ფლოტი ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან მანევრირებს

სამხრეთ კორეამ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. მანევრები დასავლეთ სანაპიროსთან ხორციელდება, სადაც სეულის ბრალდებით ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის გემი ჩაძირა. წვრთნების მიზანი წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ მოქმედებაა. მანევრებში 30 საბრძოლო გემი, წყალქვეშა ნავი, 50 სამხედრო თვითმფრინავი და 4 500 ჯარისკაცი მონაწილეობს. წვრთნების არეალი კი ყვითელ ზღვის სადავო ტერიტორიის საზღვარზე მდებაროებს. სამხრეთ კორეის მანევრები ორშაბათს დასრულდება. გასულ კვირას ყვითელ ზღვაში სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდა. ა.წ. მარტში სამხრეთ კორეის მანევრები კი გემი „ჩეონანის“ ჩაძირვამ შეაფერხა. საერთაშორისო გამოძიების დასკვნით, „ჩეონანი“ ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ტორპედოთი ჩაიძირა.

XS
SM
MD
LG