ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელ ძალოვანთა განცხადების თანახმად ჰელმანდის პროვინციაში ორმა ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით გერეშკის ოლქის პროკურრორი მოკლა.

ტერაქტის შემდეგ დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოცხადებულია მათი ძებნა. ამის პარალელურად ყანდაარში შეიარაღებულმა პირებმა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანამშორომელი მოჰკლეს. ჯერ-ჯერობით პასუხისმგებლობა არავის უკისრია ამ ტერატებისათვის. თუმც საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თალიბებმა ბოლო დროს არა ერთი ავღანელი ოფიციალური პირი მოჰკლეს იმის საფუძველზე, რომ ისინი ავღანეთში ნატოს ძალებთან თანამშრომლობდნენ.

XS
SM
MD
LG