ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია ახალი ლიბიური სახელმწიფოს შექმნისათვის იბრძვის


ოპოზიცია ახალი ლიბიური სახელმწიფოს შექმნისათვის იბრძვის
ოპოზიცია ახალი ლიბიური სახელმწიფოს შექმნისათვის იბრძვის

აი უკვე მესამე თვეა ლიბიაში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება ოპოზიციასა და ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის შეიარაღებულ ძალებს შორის. მეამბოხეებმა უკვე დაიწყეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მმართველობის სტრუქტურები ჩამოყალიბდეს.

ლიბიაში უკვე შეიქმნა დროებითი ეროვნული საბჭო, რომელშიც წარმოადგენენ ლიბიის ყველა პოლიტიკურ ოლქს. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად გამოცხადებულია მოხოლოდ 10 წევრის ვინაობა. დანარჩენები უშიშროების მოსაზრებებით გასაიდუმლოებულია, რადგანაც კადაფის ძალები ლიბიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილების უმეტესობას აკონტროლებენ. ეს საბჭო დროებითი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციასაც ითავსებს. ამას გარდა მის ზედამხედველობასაა დამორჩილებული კრიზისის დაძლევის ჯგუფი, რომელიც ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს აკონტროლებს. როგორა ამერიკის ხმასთან საუბარში ამ საბჭოს პოლიტიკურ მრჩეველთა კომიტეტის წევრმა პროფესორმა ზაჰი მოღერბიმ განუცხადა ექსპერტთა გუნდი საბოლოო ანგარიშში ახალ კონსტიტუციას შექმნის.

-„ჩვენ მართლა ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ ჩვენი სამშობლო ჭეშმარიტად დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებად ვაქციოთ, სამთავრობო სტრუქტურების ყველა იმ შემადგენელი ნაწილებით, რომლებიც ფუნქციონირებს კანონიერებისა და მოსახლეობის ყველა უფლებების დაცვით.“

ლიბიის საკითხებში ეგვიპტელ ექსპერტს ზაკი აკლს, რომელიც კაიროს სტრატეგიული საკითხების შესწავლის ალ აჰრამის ცენტრში მუშაობს მიაჩნია, რომ ლიბიის მეამბოხეთა დროებითი საბჭო პრაქტიკულად უკვე ახორციელებს ამ მიზნებს.

-„ ლიბიაში უკვე შეიმჩნევა დემოკრატიული მახასიათებლების მატარებელი სახელმწიფოს შექმნის ნიშნები. კარგად თუ დააკვირდებით დროებითი ეროვნული საბჭოს გეგმებს აშკარად დაინახავთ, რომ იგი მკვეთრად ემიჯნება თავის დროზე კადაფის მიერ შექმნილ ჯამაჰირიას სისტემას. თვით ეს საბჭო მთლიანობაში მათ შექმნეს, ვინც ადრე კადაფის რეჟიმს ემსახურებოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ეგუებოდა ლიბიის მართვის კადაფისეულ სისტემას.“ ზოგი საერთაშორისო მიმომხილველი შიშობს, რომ ე.წ. ლიბიის რევოლუცია საკუთარი მიზნებისათვის შეიძლება გამოიყენონ ისლამისტმა ექსტრემისტებმა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ისლამური კანონმდებლობის სპეციალისტი, პროფესორი ოსამა ელ სალადი. მისი თქმით:

-„ლიბიელები თავისუფლებისთვის იბრძვიან და ისინი თავის დროზე მთელს მსოფლიოს დაანახებენ, რომ ისლამის ზომიერი ინტერპრეტაცია მხოლოდ პოზიტიურ ნაყოფს გამოიღებს, რაც მომავალში ნამდვილად დადასტურდება.“

ლიბიელი ლიდერები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მომავალში დიდი სირთულეები ელით მათ, მაგრამ მათ არ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ მათი ძალისხმევა შექმნან ახალი, თანამედროვე ლიბიური სახელმწიფო საბოლოო ანგარიშში წარმატებით დაგვირგვინდება.

XS
SM
MD
LG