ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დემონსტრაციები არ წყდება


სირიაში დემონსტრაციები არ წყდება

სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლსასროლ იარაღს მიმართეს საპროტესტიო აქციის დასაშლელად, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის გადაწყვეტილებას არ გააუქმოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ.

თვითმხილველთა თქმით დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა ლატაკიაში და სირიის კიდევ რამოდენიმე ქალაქში. მის სიტყვაში ასადმა განაცხადა, რომ უცხოელები სოციალური ქსელების საშუალებით ცდილლობენ დაამხონ სირიის აწმყო მთავრობა. აშშ-მ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ასადის სიტყვაში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი იმ რეფორმებზე და ცვლილებებზე, რომლებსაც სირიელი ხალხი ითხოვს და რომელზეც ასადის თანაშემწეების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად სირიის პრეზიდენტს თითქოს უნდა ესაუბრა მის სიტყვაში.

XS
SM
MD
LG