ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში არ წყდება ტერაქტები


ავღანეთში არ წყდება ტერაქტები

ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად ნატოს ერთიო ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო მეორე კი დაიჭრა.ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების თანახმად დაღუპულია 22 წლის ავსტრალიელი ჯარისკაცი.

ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო მეორე კი დაიჭრა. ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, დაღუპულია 22 წლის ავსტრალიელი ჯარისკაცი. მთლიანობაში ავღანეთში ავსტრალიელებს 22 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ. იმავე პროვინციაში კიდევ ერთი მსგავსი ტერაქტის შედეგად კიდევ ერთი ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო მეორე კი დაიჭრა. კუნარის პროვინციაში კოალიციურ ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკების შედეგად 7 მეამბოხე დაიღუპა. ნატოსა და ავღანეთის ჯარისკაცებმა ჰელმანდის პროვინციაში ჩატარებული ჩხრეკისას 12 თვითნაკეთი ბომბი და 800 კგ მარიხუანა ამოიღეს.

XS
SM
MD
LG