ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში გახშირდა საპროტესტო აქციები


რუსეთში გახშირდა საპროტესტო აქციები
რუსეთში გახშირდა საპროტესტო აქციები

რუსეთში გახშირდა საპროტესტო აქციები პუტინის წინააღმდეგ. ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი პოლიტოლოგი ბატონი ნიკა ჩიტაძე საუბრობს. მისი თქმით: - "რუსეთის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად გამოდის ქუჩაში და უფრო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქციებში. ეს იმის გამო ხდება, რომ საზოგადოების დემოკრატიულად განწყობილი ნაწილი აცნობიერებს იმას, რომ მედვედევ-პუტინის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია რუსეთის ფედერაციაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, შეუძლებელია კორუფციის აღმოფხვრა და შეუძლებელია რუსეთის თანამედროვე, თავისუფალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. სწორედ ამის გამო ხდება ის, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი რუსეთში, რაც ბუნებრივია ქვეყნის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. გარდა ამისა საერთაშორისო საზოგადოებრიობა ნათლად ხედავს იმას, თუ ვისთან უწევს საქართველოს კონფრონტაცია. ქვეყანასთან, რომელიც იმპერიალისტური ამბიციებით მოწამლული ქვეყანაა და რომელსაც არაფრად არ უღირს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება. როდესაც რუსეთი ლახავს თავისივე მოქალაქეების პოლიტიკურ, სამართლებრივ და სხვადასხვა უფლებებს, ბუნებრივა აქ ჩნდება კითხვა თუ როგორ მოექცევა იგი სხვისი ქვეყნის მოქალაქეებს."

XS
SM
MD
LG