ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის სამიტი გრძელდება


ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერებთან ერთად, ვაშინგტონში სამიტზე ეგვიპტის ლიდერი, იორდანიის მეფე და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერიც იმყოფებიან.

დღეს ვაშინგტონში ისრაელის და პალესტინის ლიდერების შეხვედრა დაიწყო. ბენიამინ ნათანიაჰუს და მაჰმუდ აბასს თეთრ სახლში თავად პრეზიდენტი ბარაკ ობამა მასპინძლობს. მანამდე ისრაელის და პალესტინის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მშვიდობის მისაღწევად. შეერთებული შტატების პრეზიდენტიც იმედოვნებს, რომ მშვიდობის მიღწევა რეგიონში შესაძლებელი იქნება.

„როგორც ორივე სტუმარს განვუცხადე, ასეთი შანსი შესაძლოა დიდხანს აღარ მოგვეცეს. მათ არ აქვთ უფლება, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვან. ახლა არის დრო, რომ ლიდერებმა გამოიჩინონ სიმამაცე და მიაღწიონ მშვიდობას რასაც ხალხი იმსახურებს,“

განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მის სულისკვეთებას და მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას პალესტინის და ისრაელის ლიდერიც იზიარებენ.

„ნუ დავუშვებთ ჩვენს შორის ჭაობის გაჩენას. მოდით, ჩვენი ვაჟკაცობა, ჩვენი ფიქრები და გადაწყვეტილებები ამ ისტორიული გადაწყვეტილებისკენ მივმართოთ,“ - განაცხადა ისრაელს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათაინიაჰუმ.

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმაც თარჯიმნის საშუალებით განაცხადა, რომ დადგა მშვიდობის და ისრაელსი ოკუპაციის დასასრულის დროს.

„უკვე მოვიდა დრო რომ შეიქმნას პალესტინის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს გვერდით იარსებებს. დადგა დრო, რათა ბოლო მოვუღოთ ახლო აღმსოავლეთში ომს,“ –განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

თეთრ სახლში სამხრივი მოლაპარაკება დღრეს მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG