ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაჰმუდ აბასი გაეროს ასამბლეისთვის ემზადება


მაჰმუდ აბასი გაეროს ასამბლეისთვის ემზადება
მაჰმუდ აბასი გაეროს ასამბლეისთვის ემზადება

პალესტინის პრეზიდენტი დიპლომატებს შეხვდა

დღეს პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ის გაეროში პაკისტანის სახელმწიფოს აღიარებისთვის იბრძოლებს. მან დასძინა, რომ ამის ალტერნატივა ვერ იქნება ისრაელთან მოლაპარაკების განახლება და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გადატვირთვა. დღეს ბატონი აბასი პალესტინის საბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ერთად გაეროში წევრობის საკითხის დაყენების გზები განიხილეს.

შეხვედრა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ რამალაში შედგა. მანამდე კი ბატონი აბასი თურქეთის ქალაქ სტამბოლში პალესტინელ დიპლომატებს შეხვდა და სექტემბერში პალესტინის სახემწიფოს აღიარების მცდელობის საკითხები განიხილა. აბასმა აღნიშინა, რომ ის ამ მიზნის მისაღწევად შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან კონსულტაციებს გეგმავს, რათა მოსალოდნელი კონფრონტაცია თავიდან იქნას აცილებული.

XS
SM
MD
LG