ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ოპოზიციის ტვირთი დააკავეს


რუსეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილი დააკავა, რომელშიც პრემიერ მინისტრ ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით პამფლეტები იყო მოთავსებული.

პამფლეტებს სახელწოდებით “პუტინის 10 წლის შედეგები” რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის გახსნის პირველ დღეს ავრცელებდა.

100.000 ეგზემპლარით დატვირთული ავტომობილის მძღოლი ამ დრომდე დაპატიმრებული რჩება. სამართალდამცველები დაკავების ოფიციალურ მიზეზს არ ასახელებენ.

XS
SM
MD
LG