იმის გამო,რომ კვირას პოლონეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩვენებმა კონკრეტული ლიდერი არ გამოამჟღავნა, 4 ივლისს პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
ხმების დათვლის შედეგად გამოვლინდა,რომ პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა -ბრონისლავ კომოროვსკიმ ხმების 41 პროცენტი მოიპოვა, იაროსლავ კაჩინსკიმ კი ,რომელიც დაღუპული პრეზიდენტი ტყუპის ცალია - 37პროცენტი . დანარჩენ რვა კანდიდატს კი ხმების უმნიშვნელო რაოდენობა ხვდა წილად.
აღსანიშნავია, რომ ბატონი კომოროვსკი პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობას 10 აპრილიდან ასრულებს. იგი ასევე იმ ზომიერ პოლიტიკურ ფრთას- სამოქალაქო პლატფორმის პარტიას ხელმძღვანელობს, რომელიც პოლონეთის ევროკავშირში შესვლას ცალსახად მხარს უჭერს.
დაღუპული პრეზიდენტის ძმა-იაროსლავ კაჩინსკი კი ევროკავშირის მიმართ მტრულად განწყობილი პოლიტიკოსია ,ვინც პოლონეთის ისტორიული მტრების: რუსეთისა და გერმანიის მიმართ არცთუ ისე დიდი ნდობით გამოირჩევა.