ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი მაკკრისტალი ოვალურ ოფისში დაიბარეს


ავღანეთში მოქმედი ამერიკული ჯარების გენერალმა სტენლი მაკ კრისტალმა ვაშინგტონს ის მკაცრი კომენტარების არგუმენატაცია უნდა წარუდგინოს, რაც მან და მისმა გუნდმა პრეზიდენტი ობამასა და მისი ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მისამართით გააკეთეს.

ჟურნალ როლინგ სტოუნში გამოქვეყნებულ სტატიაში გენერალი მაკ კრისტალის თანაშემწეები აცხადებენ, რომ ოვალურ ოფისში პრეზიდენტ ობამასა და გენერალი მაკ კრისტალის შეხვედრა 10 წუთიან ფოტო პოზირებასა და ოფიციალურ მისალმებას დაეთმო.

შეერთებული შტატების სამხედრო გენერალიტეტის თავმჯდომარის- ადმირალი მაიკ მულენის განცხადებით, მაკ კრისტალის კომენტარებმა მასზე უაღრესად უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა.

XS
SM
MD
LG