ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი კადაფის გადადგომას ითხოვს


ჰილარი კლინტონი კადაფის გადადგომას ითხოვს
ჰილარი კლინტონი კადაფის გადადგომას ითხოვს

საერთაშორისო თანამეგობრობა ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ჟენევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. მათი თქმით, ევროკავშირის ამ ნაბიჯს უდიდესი გავლენა, ვიდრე ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს, რადგანაც ლიბიის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ევროპაა. ჟენევაში გამგზავრებამდე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში ორგანიზებულ ოპოზიციურ ჯგუფებს დაუკავშირდა და მზადაა აღმოუჩინოს მათ დახმარება კადაფის რეჟიმის დასამთავრებლად. მისი თქმით, ლიბიის ლიდერი უნდა გადადგეს და თავის მომხრე ძალებსაც უბრძანოს გაჩერება. ჰილარი კლინტონმა ასევე მოუწოდა აფრიკის ქვეყნებს, რომ შეწყვიტონ კადაფის რეჟიმის დასახმარებლად დაქირავებული მებრძოლების და შეიარაღების გაგზავნა.

XS
SM
MD
LG