ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, თეირანს სურს დასავლეთთან მოლაპარაკებების განახლება ბირთვული პროგრამის შესახებ, თუკი გარკვეული პირობები იქნება დაცული. მან ამის შესახებ ირანის ცენტრალურ ქალაქ შაჰრ-ე-კორდში ჩასვლის დროს ტელევიზიით განაცხადა. მისი თქმით, ირანი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ პირობებს მალე განაცხადებს და დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გადახედონ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს.
თეირანს დასავლეთთან მოლაპარაკებების განახლება სურს
