ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასრულდა ადმირალი სტავრიდისის ვიზიტი საქართველოში


დასრულდა ადმირალი სტავრიდისის ვიზიტი საქართველოში
დასრულდა ადმირალი სტავრიდისის ვიზიტი საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ადმირალი და ნატოს ევროპული სარდლობის მეთაური ჯეიმს სტავრიდისი საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს სტავრიდისი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეხვდა.

ამ საკითხზე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის უფროსი ბატონი თენგიზ გოგოტიშვილი ისაუბრებს.

-"დავიწყებ ალბათ ყველაზე უფრო საინტერესო ფაქტით. რამდენიმე რუსულ ინტერნეტ საიტზე დღეს აღმოვაჩინე ინფორმაცია, რომ ადმირალი სტავრიდისი საქართველოში ჩამოიყვანეს ზუსტად იმ დღეს როდესაც კოკოითი შეხვდა სოჭში მედვედევს და წინა დღეს იმ სამი წლის თავიდან, როდესაც რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მოგეხსენებათ აფხაზეთში იმართება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმავე მასალებში რასთანაც იყო ადმირალ სტავრიდის ვიზიტი დაკავშირებული მოკლედ ძალიან ბევრი კუდები მოება უკვე ნატოს ევროპულ ძალების მთავარსარდლის ვიზიტს საქართველოში მაგრამ ყველა ამ კუდს ცეცხლი უკიდია იმდენად რამდენადაც ეს იყო დაგეგმილი ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურისა რომელიც ხელმძღვანელობს ნატოს ევროპულ ძალებს და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს რასაც დღეს მედია ნაკლებად აშუქებდა ადმირალი სტავრიდისი, როგორც ნატოს ევროპული ძალების მთავარსარდალი ამავდროულად არის შეერთებული შტატების ეროვნული ძალების მთავარსარდალი ეს არის ძალიან საინტერესო აქცენტია ძალიან საინტერესო დეტალი, რომელიც ჩვენი მსმენელების დიდმა ნაწილმა დიდი იმედი მაქვს იცის. ეს ორი თანამდებობა ტრადიციულად ერთ ადამიანს უკავია იმდენად რამდენადაც შეერთებულ შტატებს ყოველთვის ძალიან დიდი გავლენა აქვს და ქონდა ყოველთვის ნატოში, პირველი მთავარსარდალი იყო გენერალი დუენტესან პერეიზენ ჰაუერი რომელიც დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში ასრულებდა ამ მოვალეობას იქამდე სანამ გახდებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. იგივე თანამდებობა ეკავა სხვათაშორის ჯონ მალხაზ შალიკაშვილსაც სანამ შემდეგ გახდებოდა ამერიკის ნომერ პირველი სამხედრო შტატების მეთაური და გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი."


ბატონმა თენგიზმა სტავრიდისის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ვიზიტის მთავარი თემა იყო საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში.

-"რა თქმა უნდა სტავრიდისის ვიზიტის უმთავრესი თემა იქნებოდა იყო და უნდა ყოფილიყო საქართველოს მონაწილეობა აისაფის ოპერაციაში ანუ ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში და ადმირალმა სტავრიდისმა საგანგებოდ ახსენა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზეც და მინისტრ ახალაიასთან შეხვედრაზეც, რომ ნატო ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში, მოგეხსენებათ ის რომ 900 ამდე 1000 ამდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება ავღანეთის სხვადასხვა წერტილში ქართველი სამხედრო მოსამსახურე და როგორც ივნისში განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სხვათაშორის ზუსტად სტავრიდისთან შეხვედრაზე ბრუსელში, საქართველო უკვე მომავალ წელს აპირებს დამატებითი ბატალიონის გაგზავნას რითაც ჩვენ გავხდებით ყველაზე უფრო დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ეს იქნება ცხადია ძალიან სერიოზული წვლილი იმ ქვეყნისა რომელიც არ არის ნატოს წევრი რომელსაც თავად აქვს ტერიტორიული პრობლემები თავად აქვს უსაფრთხოების პრობლემები და ვთქვათ აი ამ თავისი მონაწილეობით რომელიც ავა 1500 ჯარისკაცამდე ან გადააჭარბებს 1500 სამხედრო მოსამსახურეს ხაზს უსვამს იმას რომ მისთვის რეგიონური სტაბილურობა და დასავლური ინტეგრაცია არის ერთერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თუ ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრიორიტეტი არა."

ბატონი თენგიზის თქმით საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ადმირალი სტავრიდისის გამოცდილება და უშუალოდ მისნაირი ადამიანებისაგან პირდაპირი რეკომენდაციების მიღება.

-"გასაგებია, რომ ჩვენს სამხედრო სტრუქტურაში, ჩვენს უსაფრთხოების სტრუქტურაში, ჩვენს პოლიტიკურ სტრუქტურას სურთ ნატოში ინტეგრაცია და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის მაგრამ რა თქმა უნდა ამისთვის ერთის მხრივ საჭიროა სურვილი საქართველოს მხრიდან, მეორეს მხრივ საჭიროა მზად ყოფნა და რეკომენდაციები ნატოს მხრიდან. ნატოს აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ინტეგრაციისა და რა თქმა უნდა ასეთი ადამიანების გამოცდილება უშუალოდ პირველი პირისგან რეკომენდაციების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია ."

XS
SM
MD
LG