ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის მომხრეებმა კონტრშეტევა განახორციელეს


კადაფის მომხრეებმა კონტრშეტევა განახორციელეს
კადაფის მომხრეებმა კონტრშეტევა განახორციელეს

კადაფის სამხედრო ძალებმა მეამბოხეების მიერ დაკავებულ რამოდენიმე ქალაქზე განახორციელეს კონტრშეტევა.

მოამარ კადაფის სამხედრო ძალებმა მეამბოხეების მიერ დაკავებულ რამოდენიმე ქალაქზე განახორციელეს კონტრშეტევა. გამოყენებული იყო ტანკები, რეაქტიული ავიაგამანადგურებლები, შვეულმფრენები და მძიმე არტილერია. მანამდე ლიბიის სამხედროებმა მოახერხეს საპორტო ქალაქის ბინ ჯავადის დაკავება. მეამბოხეები აცხადებენ, რომ მათი ძალების გადაჯგუფებას ახდენენ საპორტო ქალაქ რას ლანუფში. მეამბოხეთა მეთაურობა აცხადებს, რომ ისინი კვლავაც განაგრძობენ ბრძოლას და საბოლოოდ ტრიპოლისაც დაიკავებენ. თვითმხილველთა თქმით ქალაქ მისრატას მისადგომებთან მეამბოხეთა ძალებმა მოიგერიე კადაფის ჯარის შეტევა. ვაშინგტონში სამმა სენატორმა მოითხოვა ლიბიის საჰაერი სივრცის სამხედრო ფრენებისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადება, რათა კადაფიმ ვერ მოახერხოს ავიაციის გამოყენება მეამბოხეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG