ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა დგას საქართველოში ტერაქტების მიღმა?


რა დგას საქართველოში ტერაქტების მიღმა?
რა დგას საქართველოში ტერაქტების მიღმა?

ამ ტერაქტების მიღმა დგას ის, რაც ნებისმიერი ტერაქტის უკან დგას - შიშისა და დაშინების დამკვიდრება ქვეყანაში.

რა დგას საქართელოში ტერაქტებისა და ტერაქტების მოწყობიოს მცდელობების მიღმა? ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი პოლიტიკური აკადემიის ლექტორი, ბატონი გოჩა მსხილაძე საუბრობს.

-" ამ ტერაქტების მიღმა დგას ის, რაც ნებისმიერი ტერაქტის უკან დგას - შიშისა და დაშინების დამკვიდრება ქვეყანაში. უფრო საინტერესოა ალბათ ვინ დგას ამ ტერაქტებისა და ტერაქტების მოწყობის მცდელობის მიღმა. ამ მხრივ არსებობს ქართული პოზიცია, რომელიც ქართული სახემწიფოს ოფიციალური პოზიციაა და მიჩნეულია, რომ ამ ტერაქტების მიღმა დგას რუსეთი. ამ პოზიციას ვეთანხმები, რადგანაც ჩემის აზრით თუ არა რუსები, მაშინ ვინ უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოში დესტაბილიზაციით. თუმც აღსანიშნავია, რომ ეს ტერაქტები ძალიან უნიჭოდ არის დაგეგმილი და შესრულებული, რაც მიუნიშნებს, იმაზე, რომ რუსულ სპეც-სმსახურებში არ არის ყველაფერი მწყობრში. რუსული სპეც-სამსახურები აჩრდილიღაა იმ ძლევამოსილი კაგებესი, რომლისაც ადრე მთელს მსოფლიოს აზანზარებდა."

ბატონმა გოჩამ ასევე ისაუბრა იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული ასეთი საშიშროება:

-"ტერორიზმის ერთ-ერთი მკვლევარი იოზეფ ალექსანდერი ტერორიზმთან დაკავშირებით ბრძანებს ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ მთელი კაცობრიობა შევდივართ ისეთ უნიკალურ ეპოქაში, სადაც მთელი საზოგადოება შეიძლება იქნას მსხვერპლი ამ ტერორისტული აქტებისა. ამიტომ ერთად-ერთი გამოსავალი, ალბათ ჩემი პასუხი ტრაფარეტული იქნება, მაგრამ ეს არის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების გაძლიერება. ეს სამსახურები სტრუქტურულად უფრო კარგად და მოქნილად ინდა იყოს ჩამოყალიბებული, ეს სამსახურები უნდა გამოვიდეს შინაგან სამეთა სამინისტროს სისტემიდან და ერთიან მძლავრ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს."

XS
SM
MD
LG