ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში


დებატები კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში

ჰილარი კლინტონი: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბიელ ხალხს და მათ მისწრაფებებს“

რადგანაც ლიბიაში კადაფის მთავრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აგრძელებს იარაღის გამოყენებას, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია განიხილავს ყველა შესაძლო ნაბიჯს სამხედრო აქციის ჩათვლით. ეს პოზიცია კლინტონმა კონგრესში საგარეო კომიტეტის სხდომაზე გაახმოვანა. ასევე ობამას ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კონტაქტები ლიბიის ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან. კომიტეტის თავმჯდომარის რესპუბლიკელი ილენა როსლეტინენის მოთხოვნაზე უფრო მკაცრი ჩარევის შესახებ, კლინტონმა აღნიშნა, რომ თავად ლიბიის ოპოზიციას არ სურს ეს.

„ჩვენ კარგად გვესმის ლიბიის ოპოზიციური ძალების სურვილი, რომ მათ ამის მიღწევა საკუთარი ძალებით სურთ ლიბიელი ხალხის სახელით და მათ არ უნდათ გარედან უცხო ძალის ინტერვენცია. ჩვენ ამას პატივს ვცემთ,“ - განაცხადა კლინტონმა.

მან აღნიშნა, რომ ლიბიაში შეერთებული შტატებისთვის რისკები ძალიან მაღალია. ლიბიას შეუძლია გახდეს მშვიდობიანი დემოკრატია ან ჩაეშვას ქაოსსა და სამოქალაქო ომში.

რესპუბლიკელმა როსლეტინენმა კადაფის მიმართ წარსულში შეერთებული შტატების ლოიალური პოლიტიკა გააკრიტიკა. ასევე ოჰაიოელმა რესპუბლიკელმა სტივ ჩაბოტმა ლიბიაში სახალხო ამბოხებაზე ამერიკის რეაქციას სუსტი უწოდა.

„ძალზედ რთულია შეხედო ამერიკის თავდაპირველ რეაქციას ლიბიის ამბოხებაზე და არ შეაფასო ეს გულცივად. მართალია ადმინისტრაცია ერიდებოდა მტრული დამოკიდებულების გამოწვევას, თუმცა ასეთი მიდგომა არაა გამართლებული,“ - აღნიშნა ჩაბოტმა.

კლინტონმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით შეერთებული შტატები არ ემხრობოდა სამხედრო საშუალების გამოყენებას ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის დროს, რადგან ეს შესაძლაო აღქმული ყოფილიყო, როგორც ამერიკის ნავთობინტერესი.

„თუკი აკვირდებით, ყველა ვებგვერდი აშუქებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და ნახავთ, რომ მუსირებს აზრი, თითქოს შეერთებული შტატები ლიბიაში ნავთობის გაკონტროლებას აპირებს. ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბიელ ხალხს და მათ მისწრაფებებს, მაგრამ არ გვინდოდა სამხედრო გზით ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა,“ - დასძინა კლინტონმა.

საკომიტეტო მოსმენაზე ასევე გაიმართა დებატები. რესპუბლიკელები საგარეო საქმების დაფინანსების შეკვეცას მოითხოვენ. მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსების 16 პროცენტით შემცირებას დარჩენილ ფისკალურ პერიოდში. კლინტონის განცხადებით, ასეთი შეკვეცა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზარალებს. მან 2012 წლის ბიუჯეტს ღარიბული უწოდა. 47 მილარდიანი პაკეტი ერთი პროცენტით აღემატება 2010 წლის ბიუჯეტს. ამას კლინტონმა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა უწოდა. რესპუბლიკელმა როსლეტინენმა კი ეს ნაბიჯი მთავრობის ხელმოკლეობით ახსნა.

XS
SM
MD
LG