ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მოპროტესტეებს


იემენის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მოპროტესტეებს
იემენის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მოპროტესტეებს

თვითმხილველთა თქმით პოლიციის პარალელურად აქციის მონაწილეებს დანებითა და ხელკეტებით შეიარაღებული მთავრობის მომხრეებიც დაესხნენ.

იემენში სანაას უნივერსიტეტის შორიახლოს ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. არიან დაჭრილები. თვითმხილველთა თქმით პოლიციის პარალელურად აქციის მონაწილეებს დანებითა და ხელკეტებით შეიარაღებული მთავრობის მომხრეებიც დაესხნენ. აქციის მონაწილეები იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის გადადგომას ითხოვენ. ანტი-სამთავრობო გამოსვლები იემენის ქალაქებში ტაისა და ადენშიც გაიმართა. თეთრმა სახლმა დაჰგმო იემენის მთავრობის მიერ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება.

XS
SM
MD
LG