ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში მძიმე ბრძოლებს აქვს ადგილი


ლიბიაში მძიმე ბრძოლებს აქვს ადგილი

მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ძალების შეტევის შედეგად დაზიანებულია ნავთობსადენი.

ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის ძალები ტრიპოლიდან დასავლეთით ქალაქ რას ლანუფს უტევენ. მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ძალების შეტევის შედეგად დაზიანებულია ნავთობსადენი. როგორც ლიბიის ნავთობის ინდუსტრიის ოფიციალური პირები აცხადებენ ქალაქ სიდრას შორიახლოს აფეთქდა დიზელის საწყობი. ამ განცხადების თანახმად ლიბიაში ნავთობის მოპოვების მასშტაბები დღეში მილიონ ექვსასი ბარელიდან ხუთას ათას ბარელამდე დაეცა. ამ ფონზე ლიბიის სხელმწიფო ტელევიზია ამტკიცებს, რომ სამთავრობო ძალებმა ქალაქი ზავია აიღეს. თავის მხრივ ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ქალაქი ისევ ოპოზიციურმა ძალებმა დაიკავეს. ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, რადგანაც ლიბიის მთავრობა ჟურნალისტებს უკრძალავს ზავიაში ჩასვლას. ბიბისის განცხადების თანახმად მისი სამი ჟურნალისტი შეეცადა ქალაქში შესვლას, მაგრამ ისინი სამთავრობო ძალებმა დააკავეს და სცემეს.

XS
SM
MD
LG