ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა შური იძია ტერაქტისათვის


ისრაელმა შური იძია ტერაქტისათვის

ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა დარტყმა მიიტანეს ღაზას სექტორზე, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა და 5 კაცი დაიჭრა.

ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა დარტყმა მიიტანეს ღაზას სექტორზე, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა და 5 კაცი დაიჭრა. ეს წარმოადგენს საპასუხო აქციას ეგვიპტის სასაზღვრო რაიონთან განხორციელებულ ტერაქტზე, რომლის შედეგადაც დაიღუპა 8, ხოლო დაიჭრა 40 ებრაელი. პალესტინელი ოფიციალური პირებისა და თვითმხილველების თქმით ეს დარტყმები დღეს დილით განხორციელდა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ დაუდასტურებია ცნობები ამის შესახებ. როგორც ცნობილი გახდა ამას გარდა დარტყმები მიიტანეს ისლამისტური დაჯგუფების ჰამასის ობიექტებზეც.

XS
SM
MD
LG