ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის მომხრე აქტივისტები აქციას გეგმავენ


პალესტინის მომხრე აქტივისტები აქციას გეგმავენ
პალესტინის მომხრე აქტივისტები აქციას გეგმავენ

პალესტინის მომხრეთა აქტივისტების განცხადების თანახმად ისინი გეგმავენ ღაზის სექტორის ისრაელის მიერ დადგენილი ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევას და ამ მიზნით უახლოეს მომავალში რამოდენიმე გემით ხმელთაშუაზღვაში ღაზისაკენ აიღებენ გეზს.

ჯერ-ჯერობით აქტივისტებს პრობლემებს საბერძნეთის მთავრობა უქმნის. როგორც აქტივისტებმა განაცხადეს საბერძნეთი ძლიერ დიპლომატიურ ზეწოლას განიცდის ისრაელისა და სხვა ქვეყნების მხრიდან და აქედან გამომდინარე ოფიციალური ათენი ადმინისტრაციულ წინააღმდეგობებს უქმნის ამ ინიციატივას. აქციაში პალესტინის მომხრეთა რამოდენიმე ასეული კაცი აპირებს მონაწილეობის მიღებას. მრავალი მათგანი ევროპიდან, კანადიდან და აშშ-დან არის. აქციაში 10 გემი იქნება გამოყენებული.

XS
SM
MD
LG