ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები აშშ-ს უშიშროების დარგში


ცვლილებები აშშ-ს უშიშროების დარგში
ცვლილებები აშშ-ს უშიშროების დარგში

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკადრო ცვლილებები გაატარა მისი ეროვნული უშიშროების გუნდში.

ობამამ პოლიტიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ დარგებში ვეტერანთა ახალი ჯგუფი ამერიკულ საზოგადოებას თეთრ სახლში გააცნო. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ლეონ პანეტა რობერტ გეთსს შეცვლის თავდაცვის მდივნის პოსტზე, მას შემდეგ რაც გეთსი პენსიაში გავა ივნისში. ავღანეთში ნატოს ძალების მეთური გენერალი დეივიდ პეტრეუსი პანეტას შეცვლის. ნატოს მეთაურის პოსტზე პეტრეუსს გენერალი ჯონ ალენი შეცვლის. ქაბულში აშშ-ს ახალ სრულუფლებიან ელჩად რაიენ კროკერი დაინიშნება. ობამამ სენატს მოუწოდა რაც შეიძლება მოკლე ხანში დაამტკიცოს ეს კანდიდატურები. დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები კმაყოფილნი არიან კანდიდატებით ობამას კანდიდატებით.

XS
SM
MD
LG