ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: დასავლეთი ლიბიაში სისხლისღვრის შეჩერებას ცდილობს


ობამა: დასავლეთი ლიბიაში სისხლისღვრის შეჩერებას ცდილობს
ობამა: დასავლეთი ლიბიაში სისხლისღვრის შეჩერებას ცდილობს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მთელი ამერიკის მასშტაბით ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში განაცხადა, რომ აშშ დასავლეთის კოალიციას სამხედრო ოპერაციებში შეუერთდა, რათა შეწყდეს ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის მიერ საკუთარი ხალხის ხოცვა-ჟლეტვა და რეპრესია.

ბარაკ ობამას განცხადებით გაერომ თანხმობა განაცხადა დაწყებულიყო ეს სამხედრო ოპერაცია, რათა შეჩერდეს კადაფის ძალების შეტევა. ბარაკ ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კადაფიმ დაკარგა საკუთარი ხალხის ნდობა და უფლება სათავეში ედგას ლიბიელებს. როგორც მან თქვა ერთი რამ უდაოა ლიბიისა და მსოფლიოს კეთილდღეობისათვის უკეთესი იქნება ლიბიის მართვის სადავეებიდან მოამარ კადაფის მოშორება. თუმც მანვე აღნიშნა, რომ შეცდომა იქნებოდა ამ სამხედრო ოპერაციაში ლიბიაში რეჟიმის შეცვლის მიზნის დასახვა. მისივე თმით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ლონდონში კონსულტაციებს იქონიებს ლიბიის ოპოზიციისა და 30-ზე მეტი სახემწიფოს წარმომადგენლებთან იმის თაობაზე თუ რა სახის პოლიტიკური ძალისხმევაა საჭირო, რათა კადაფი გადადგეს.

XS
SM
MD
LG