შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ ქროულიმ გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთში მოქალაქეების, ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინებით შეშფოთებულია. მისი თქმით, რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლი სწორედ მოქალაქეთა უფლებების გარანტიაა, რომელიც მათ შეკრებების და დემონსტრაციების ნებას რთავს. ამასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი მოელის, რომ რუსეთი თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებებთან დაკაშირებით არ დაივიწყებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება, მოსკოვსა და პეტერბურგში სამშაბათს 12 დემონსტრანტის დაკავებამ გამოიწვია. მათ შორის იყო ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი. მოსკოვში გამართული დემონსტრაციის ლოზინგი იყო „რუსეთი პუტინის გარეშე“. ოპოზიცია ყოველი თვის 31 რიცხვში მართავს საპროტესტო დემონსტრაციას კონსტიტუციის 31-ე მუხლის აღსანიშნავად, რომელიც მათ აზრის გამოხატვის უფლებას აძლევს.
ოპოზიციის დაპატიმრების გამო სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა
პოპულარული
1