ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გბაგბოს პასუხისგებაში მისცემენ


გბაგბოს პასუხისგებაში მისცემენ
გბაგბოს პასუხისგებაში მისცემენ

სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა ალასანე უატარამ განაცხადა, რომ იგი იუსტიციის მინისტრს განკარგულებას მისცემს მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყოფილი პრეზიდენტი ლორენ გბაგბო.

ტელევიზიით გადაცემულ მის განცხადებაში უტარამ აღნიშნა, რომ ახალი ფურცელი გადაიშალა ქვეყნის ისტორიაში. მან მოსახლეობას მოუწოდა სიმშვიდე შეინარჩუნოს, რათა მშვიდობამ ერთხელ და სამუდამოდ დაიმსახუროს სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკაში. მანამდე გბაგბო კატარას სატელევიზიო არხზე მისი დაპატიმრებიდან რამოდენიმე საათში გამოჩნდა და მოსახლეობას მოუწოდა შეწყვიტოს ბრძოლა.

XS
SM
MD
LG