ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის პრეზიდენტი მზადაა ოპოზიციას შეხვდეს


იემენის პრეზიდენტი მზადაა ოპოზიციას შეხვდეს

იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა სპარსეთის ყურის ექვსი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის საბჭოს მიწვევა მიიღო საუდის არაბეთში მოლაპარაკებაზე ოოზიციის წარმომადგენლებთან.

იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა სპარსეთის ყურის ექვსი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის საბჭოს მიწვევა მიიღო საუდის არაბეთში მოლაპარაკებაზე ოოზიციის წარმომადგენლებთან. ოპოზიცია მთლიანობაში მიესალმა ამგვარი მოლაპარაკებების ჩატარებას. ერთ-ერთი უმსხვილესი ანტი-სამთავრობო პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სალეჰის ოპონენტები შეიძლება ჩაერთონ ამ მოლაპარაკებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკების მთავარი საგანი იქნება ხელისუფლების ოპოზიციისადმნი დაუყოვნებელი გადაცემა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვენელმა ქეთრინ ეშტონმა გუშინ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად იემენში პოლიტიკური ცვლილება სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. აშშ-მაც მსგავსი განცხადება გააკეთა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ მორელმა განაცხადა ვაშინგტონი კვლავაც მიაწოდებს იემენს სამხედრო დახმარებას.

XS
SM
MD
LG