ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა:ნატო გადაიბარებს ლიბიის ოპერაციების ხელმძღვანელობას


ობამა:ნატო გადაიბარებს ლიბიის ოპერაციების ხელმძღვანელობას
ობამა:ნატო გადაიბარებს ლიბიის ოპერაციების ხელმძღვანელობას

ელ სალვადორში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამჟამად ნატოს ხელმძღვანელობა ატარებს საგანგებო სხდომას, რათა გამოიმუშაოს ლიბიაში სამხედრო ოპერაციის წარმართვის დეტალები.

როგორც ობამამ აღნიშნა, დაწვრილებითი ინფორმაცია ამის თაობაზე მალე გახდება ცნობილი. ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებით ლიბიაში მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი, მაგრამ მისივე აზრით შეუძლებელია სამხედრო ოპერაციის რისკის გარეშე ჩატარება. თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების თანახმად, გუშინ ობამა ესაუბრა საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს, რომლებიც დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ ნატომ საკვანძო მნიშვნელობის როლი უნდა ითამაშოს ლიბიაში სამხედრო ოპერაციების წარმართვაში. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატომ ხმელთაშუაზღვაში აამოქმედა მისი სამხედრო ხომალდები და ავიაცია, რათა შეაჩერონ ნავები, რომლებითაც შეიძლება ლიბიის მიმართულებით გადაჰქონდეთ შეიარაღება ან გადაჰყავდეთ დაქირავებული მეომრები.

XS
SM
MD
LG