ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციამ ერევანში საპროტესტო აქცია გამართა


ოპოზიციამ ერევანში საპროტესტო აქცია გამართა
ოპოზიციამ ერევანში საპროტესტო აქცია გამართა

ერევანში აქციის მონაწილენი ბრალს სდებენ მთავრობას კორუფციაში, პოლიტიკური სარჩულის მქონე სასამართლო პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია 2008 წლის არჩევნების შედეგების გაპროტესტებასთან.

ერევანში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ანტი-სამთავრობო აქციაში. მანიფესტაციაში მონაწილენი მოითხოვენ მთავრობის გადადგომას, ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. აქციის მონაწილენი ბრალს სდებენ მთავრობას კორუფციაში, პოლიტიკური სარჩულის მქონე სასამართლო პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია 2008 წლის არჩევნების შედეგების გაპროტესტებასთან. მანიფესტაციას მიმართა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ პეტროსიანმა. როგორც მან აღნიშნა სომხეთს ცვლილებები ესაჭიროება. მისივე თქმით მიუხედავად იმისა, რომ ეს საპროტესტო აქცია წარმოადგენს არაბულ სამყაროში დაწყებული საპროტესტო აქციების გამოძახილს სომხეთში მთავრობის შეცვლას მშვიდობიანი ხასიათი ექნება.

XS
SM
MD
LG