ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში მდგომარეობა უარესდება


ქაიროში მდგომარეობა უარესდება
ქაიროში მდგომარეობა უარესდება

ქაიროს ცენტრში ტაჰრირის მოედანზე სროლის ხმა ისმის. გრძელდება ოპოზიციისა და მთავრობის მომხრეთა დაპირისპირება.

ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე სროლის ხმა ისმის. გრძელდება ოპოზიციისა და მთავრობის მომხრეთა დაპირისპირება. ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. თვითმხილველთა თქმით, დღეს დილით სამი კაცი მოკლეს. პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეები ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მხარეებმა ერთმანეთს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. დაშავდა 640-ზე მეტი კაცი. ეგვიპტის ჯარი არ ერევა ამ დაპირისპირებაში. არმია ძირითადად იცავს ეგვიპტის მუზეუმის პერიმეტრს და წყლის ჭავლს იყენებს. შეტაკების შედეგად გაჩენილ ხანძრებს სწორედ წყლის ჭავლით აქრობენ.

XS
SM
MD
LG