ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ახალ კანონს აწერეს ხელს


ობამა ახალ კანონს აწერეს ხელს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალ კანონს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად კომპენსაცია გაიცემა საგანგებო მდგომარეობის განყოფილების იმ თანამშრომლებისადმი, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად ტოქსიკური მტვერის შესუნთქვის გამო დაავადდნენ. ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამრთულ ცერემონიაზე ჰავაიში ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა არასოდეს დაივიწყებს იმ მეხანძრეების, პოლიციელებისა და სხვათა ვაჟკაცობას, რომლებიც ამ პირებმა ქვეყნისთვის კრიტიკულ სიტუაციაში გამოავლინეს. კანონის ძალით გამოიყოფა4 მილიარდ 3 მილიონი დოლარი, რათა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ მათ, ვინც საკუთარი რისკის ფასად ტერაქტის მსხვერპლთა გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG