ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება


წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება

როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს დეკემბრის ბოლოსათვის ინლაციის მაჩვენებელი 10.6% მიაღწევს. ამ საკითხზე ამერიკის ხმას ინტერვიუ მისცა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ.

-”უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო, რომ ინფლაციის ეს მაჩვენებელი არის 12 თვიანი მაჩვენებელი. მართალია ეს არის მაღალი მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იგივე 2007 წელს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც იყო. რა არის ამის მიზეზი - ეს არის საგარეო ფაქტორი. მოგეხსენებათ საგრძნობლად გაიზარდა ფასები ხორბალზე, პურ-პროდუქტებზე და სწორედ საგარეო ფაქტორმა ზეგავლენა მოახდინა ქვეყანაში, სადაც შინა პროდუქციის წარმოება შედარებით ნაკლებია. მოგეხსენებათ, რომ იმპორტი ექსპორტს სამჯერ აღემატებასაქართველოში. სწორეს ეს ის ფაქტორებია, რომელმაც შეუწყო ხელი ინლაციის წლიურ ზრდას. იმისათვის, რომ მოხდეს ინფლაციის ზრდის შემცირება უნდა მოხდეს ცენტრალუერი ბამკის ყველა იმ ბერკეტის გამოყენება - მონეტარული ხერხები (სადეპოზიტო აუქციონები), ე.წ. სტერილიზაციის ღონისძიებები და გარდა ამისა ცენტრალური ბანკი ახდენს ლარის კურსის გამყარებას, ესეც ერთ-ერთი ბერკეტია იმისათვის, რომ ფულის მასა შემცირდეს და ინფლაცია იყოს დათრგუნული. გარდა ამისა გასატარებელია ღონისიებები ფინანსთა სამინისტროს კუთხით - ეს არის ხარჯების შემცირება ბიუჯეტში და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. ასე რომ კომპლექსურად ეს ღონისძიებები გამოიწვევს ქვეყანაში ინფლაციის დონის შემცირებასა და დათრგუნვას.”

XS
SM
MD
LG