ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტის აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ტერორისტის აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თალიბმა მეამბოხეებმა თავდასხმები პოლიციის საგუშაგოებზე მოაწყვეს.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, კამიკაძე ტერორისტის მიერ აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აფეთქება დედაქალაქში მოხდა .

მიუხედავად საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებისა. ქაბულში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულია 35 ადამიანი. კონფერენცია სამშაბათს იწყება, სადაც პარტნიორ ქვეყნებთან საუბარი ავღანეთის მომავალზე იქნება.

კიდევ ერთი შემთხვევა ფარას პროვინციაში დაფიქსირდა, სადაც თალიბმა მეამბოხეებმა თავდასხმები პოლიციის საგუშაგოებზე მოაწყვეს. ერთდროული აფეთქებები საპყრობილეების შესასვლელებთან განახორციელეს.

ოფიციცალური პირების განცხადებით, მაშინ როდესაც, პოლიცია საგუშაგოებზე იერიშებს იგერიებდა , ფარას ციხის შესასვლელი ააფეთქეს, საიდანაც 23 მსჯავრდებული გაიქცა.

XS
SM
MD
LG