ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში უშიშროების ძალებმა კიდევ 26 ადამიანი მოკლეს


სირიაში უშიშროების ძალებმა კიდევ 26 ადამიანი მოკლეს
სირიაში უშიშროების ძალებმა კიდევ 26 ადამიანი მოკლეს

სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა, როგორც იქნა ამოიღეს ხმა სირიაში მიმდინარე სისხლისღვრის გამო, მაშინ როდესაც ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით უშიშროების ძალებმა ამ ქვეყანაში კიდევ 26 ადამიანი მოკლეს.

ბაჰრეინის, კუვეიტის, ომანის, საუდის არაბეთის და გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებმა სირიის ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტა და პოლიტიკური რეფორმების გატარება მოსთხოვეს.

მანამდე შეერთებული შტატების, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა სირიელი ხალხის დასახმარებლად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადზე ზეწოლის შესახებ იმსჯელეს. ბარაქ ობამამ, ნიკოლა სარკოზიმ და ანგელა მერკელმა დაგმეს სირიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ათასობით ადამიანი გამოვიდა მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის პირველ პარასკევს საპროტესტო დემონსტრაციებზე სირიის ქალაქების ქუჩებში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით სირიის მმართველმა რეჟიმმა 2000-მდე ადამიანი ამოჟლიტა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს.

XS
SM
MD
LG