ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო კოსოვოში დამატებით ძალას ითხოვს


ნატო კოსოვოში დამატებით ძალას ითხოვს
ნატო კოსოვოში დამატებით ძალას ითხოვს

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კოსოვოში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას ითხოვს, რაც გასულ კვირას ძალადობის ახალი ტალღის ესკალაციას უკავშირდება, ნატოს წარმომადგენელმა კოსოვოს საკითხებში დიტერ ვიხტერმა დღეს განაცხადა, რომ ადგილზე ბატალიონის ზომის სამხედრო ძალაა საჭირო. მისივე თქმით, კოსოვოში ახალი კონტინგენტის გაგზავნა ადგილზე მყოფ ნატოს ჯარისკაცებს დაკისრებულ ტვირთს საკმაოდ შეუმსუბუქებს. ასევე ნატოს წარმომადგენლის კარმენ რომეროს განცხადებით, მართალია ვითარება არ არის გუარესებული, თუმცა ნატოს ძალებს საკმაოდ დიდი აქტიურობა უწევდათ და ამჟამად დასვენება სჭრიდებათ. ამჟამად კოსოვოში ნატოს 6000 ჯარისკაცი იმყოფება. ისინი იქ უკვე 12 წელია მსახურობენ, მას შემდეგ რაც კოსოვოში სერბეთის მმართველობა დასრულდა. გასულ კვირას კოსოვოში ძალადობის ახალი ფაქტი მოხდა. სერბებსა და ალბანელებს შორის სროლის შედეგად ერთი ალბანელი პოლიციელი მოკვდა და რამდენიმე დაიჭრა.

XS
SM
MD
LG