ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში მოსახლეობას შორის შეტაკებები დაიწყო


სირიაში მოსახლეობას შორის შეტაკებები დაიწყო
სირიაში მოსახლეობას შორის შეტაკებები დაიწყო

სირიის უფლებადამცველების და აქტივისტების განცხადებით, ქვეყანაში პრეზიდენტ ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 30 ადამიანია დაღუპული. შეტაკებები ქალაქ ჰომსში მოხდა. სირიელი აქტივისტების ცნობით, შეტაკებები შაბათს დაიწყო, როდესაც ჰომსში პრეზიდენტ ასადის სამი მხარდამჭერის ცხედრები ჩაასვენეს. დაღუპულები ალავიტების სექტის წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ცნობილია, ალავიტები სირიაში რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ და პრეზიდენტი ასადიც სწორედ მათი წარმომადგენელია. სამი დაღუპული ალავიტი რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს და მოკლეს. უფლებადამცველების განცხადებით, ამის შემდეგ მთავრობის მომხრეებმა ჰომსის სუნიტურ უბნებზე მიიტანეს იერიში და სუნიტების კუთვნილი მაღაზიები დალეწეს. შეტაკაბების დროს ქალაქში ისმოდა სროლის ხმაც, თუმცა გაურკვეველია, თუ ვინ ისროდა. ჰომსის მაცხოვრებლების თქმით, შეტაკებებში არ ჩარეულან სამთავრობო უშიშროების ძალები. აღსანიშნავია, რომ სირიიდან გამოსული ცნობების გადამოწმება თითქმის შეუძლებელია, რადგანაც ქვეყანაში უცხოური მედიის წამომადგენლებს მუშაობა აკრძალული აქვთ. სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლები უკვე ოთხი თვეა მიმდინარეობს. ოპოზიცია პრეზიდენტ ასადის გადადგომას ითხოვს.

XS
SM
MD
LG