ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი: კადაფის დღეები დათვლილია


ჰილარი კლინტონი: კადაფის დღეები დათვლილია
ჰილარი კლინტონი: კადაფის დღეები დათვლილია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თურქეთში, ლიბიის საკითხს განიხილავს. თურქეთში გამგზავრებამდე, სახელმწიფო მდივანმა, კიდევ ერთი გაფრთხილებელი განცხადება გააკეთა ლიიბის ლიდერის - მუამარ კადაფის მისამართით: ბატონი კადაფის ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია და სწორედ ამიტომაც, საერთაშორისო საზოგადოება მისი გადადგომის თაობაზე ზეწოლას კვლავ გააძლიერებს, - თქვა კლინტონმა.

სახელმწიფო მდივანი სტამბულში, სპეციალურ კრებაზე, ორმოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდება, რომლებიც ლიბიაში, ნატოს ოპერაციების დაწყებას ემხრობიან.

ამასობაში, მეამბოხეები წინ მიიწევენ, მას შემდეგ რაც, მათ ხელმეორედ დაიკავეს, დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთით, 100 კილომეტრ მანძილზე მდებარე სტრატეგიული დანიშნულების სოფელი.

XS
SM
MD
LG