ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჯაზირა ახალ სკანდალურ დოკუმენტებს აქვეყნებს


ალჯაზირა ახალ სკანდალურ დოკუმენტებს აქვეყნებს
ალჯაზირა ახალ სკანდალურ დოკუმენტებს აქვეყნებს

ალჯაზირას სატელევიზიო სადგურმა დამატებითი საიდუმლო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც ეხება ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო მოლაპარაკებას. დოკუმენტებში გამოსჭვივის, რომ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს არალოღიკურად მიაჩნია ის, რომ ისრაელმა 5 მილიონი პალესტინელი ლტოლვილი დააბრუნოს ისრაელში. იქვე ნათქვამია, რომ კერძო წრეებში აბასი იმასაც კი აღიარებს, რომ 1 მილიონი ლტოლვილის მიღებაც კი ისრაელის დასასრული იქნება. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პალესტინელებმა ისრაელს მოსთხოვეს 10 წლის განმავლობაში წელიწადში10 000 ლტოლვილის მიღება, რაც წელიწადში 100 000-ს შეადგენდა. თუმც, როგორც სჩანს მოლაპარაკებისას პალესტინელი მოთათბირეები იმაზეც კი დათანხმდენენ, რომ მხოლოდ 10 000 ლტოლვილი დაბრუნებულიყო. ეს ფაქტები არ ესადაგება პალესტინელ ოფიციალურ პირთა საჯარო განცხადებებს იმის თაოაბაზე, რომ 1948-49 წლები ომის ლტოლვილებს და მათ შთამომავლებს უფლება აქვთ დაბრუნდნენ ისრაელში.

XS
SM
MD
LG