ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული ნაგებობის დათვალიერება 15-16 იანვარს გაიმართება


ირანის ბირთვული ნაგებობის დათვალიერება 15-16 იანვარს გაიმართება

ირანმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა უცხოელი დიპლომატების მიწვევის შესახებ რომელთაც საშუალება ექნებათ ირანის ბირთვული პროგრამის აღჭურვილობა დაათვალიერონ, მოსაწვევი სტუმრების სიაში ვერ მოხვდნენ შეერთებული შტატების დიპლომატები. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა რამინ მეჰმანპარაშტიმ განაცხადა, რომ მოსაწვევები ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის, მიუმხრობელი სახელმწიფოების და გაეროს უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წევრის, პლუს გერმანიის წარმომადგენელებს დაეგზავნათ. მას არ დაუკონკრეტებია მიწვეულია თუ არა შეერთებული შტატები ირანის ბირთვული ნაგებობის დასათვალიერებლად, თუმცა მანამდე სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ ცნობით თეირანმა შეერთებული შტატების წარმომადგენელი სპეციალურად არ მიიწვია. უცხოელი დიპლომატების მიერ ირანის ბირთვული ნაგებობის დათვალიერება 15-16 იანვარს გაიმართება.

XS
SM
MD
LG