ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი ჯონ მაკეინი ირაკლი ალასანიას შეხვდა


სენატორი ჯონ მაკეინი ირაკლი ალასანიას შეხვდა
სენატორი ჯონ მაკეინი ირაკლი ალასანიას შეხვდა

ამერიკელი სენატორი საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა

საქართველოს ოპოზიციური პარტიის „ჩვენი საქართველოს-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტი დაასრულა. მან შეხვედრები გამართა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან. დღეს ირაკლი ალასანია ასევე შეხვდა სენატორ ჯონ მაკეინს და დაესწრო ვაშინგტონში გამართულ ტრადიციულ საუზმეს, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მონაწილეობდა. „ამერიკის ხმა“ ირაკლი ალასანიას ვიზიტის შედეგებზე და საქართველოს მიმართ ამერიკელი პოლიტიკოსების ხედვაზე ესაუბრა. ტელეინტერვიუს სრული ვერსია ჩვენს ვებგვერდზე ხვალ დაიდება.

XS
SM
MD
LG