ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ანონიმი“ აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგ


ჰაკერთა ჯგუფი სტრუქტურის გარეშე

ვატიკანის ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერთავდასხმის შემდეგ შეერთებულ შტატებში უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ კომპიუტერული ჰაკერების ჯგუფზე, რომელიც თავის თავის „ანონიმს“ უწოდებს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი პიტერ ფედინსკი არკვევდა.

ნიუ-იორკში ამერიკელმა პროკურორმა ხუთ კომპიუტერულ ჰაკერს წაუყენა ბრალი. ხელისუფლების ცნობით, ოთხი მათგანი ჰაკერთა ჯგუფის სახელად „ანონიმის“ წევრები არიან. ჰაკერთა დაპატიმრების მიუხედავად, მეორე დრეს ვატიკანის ვეგბვერდზე შეტევა განხორციელდა, რაზეც პასუხისმგებლობა ჯგუფმა „ანონიმმა“ აიღო.

დუგლას სელეინი ნიუ-იორკში კიბერდანაშაულებათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ ჯგუფი „ანონიმი“ ფორმალური სტრუქტურის გარეშე არსებობს, რითაც საპროტესტო მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტს“ გავს.

„ესენი არიან არასტრუქტურირებული ჯგუფები. როგორც ჩანს, ეს ხალხი ერთი დროშის ქვეშ მოქმედებს. ამ ჯგუფში შესაძლოა იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უმუშევრები არიან და მხოლოდ ამ საქმით არიან დაკავებული. ასევე, ისეთი ხალხიც, ვისთვისაც ეს დამატებითი სამუშაოა,“ - ამბობს სელეინი.

მისი თქმით, ჰაკერის ტიპაჟი განსაზღვრული არ არის. ზოგი, ჯგუფ „ანონიმის“ მსგავსად რაღაცით არის მოტივირებული, ზოგიერთი სამთავრობო ჯაშუშია, ზოგი ქურდი, ზოგისთვის კიდევ ჰაკერობა უბრალოდ ახალგაზრდული გასართობია. კომპიუტერული ექსპერტიზა აუცილებელი სულაც არ არის.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი ბრედ გარეტი ამბობს, რომ ვიდრე „ანონიმის“ წევრები გასამართლებული არ არიან, ამ ჯგუფისგან კიდევ უფრო მეტი საფრთხეა მოსალოდნელი.

„ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ მათ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, რათა ზიანი მიაყენონ ეროვნულ უსაფრთხოებას, კორპორაციებს და კერძო ადამიანებს,“ - ამბობს გარეტი.

ჯგუფმა „ანონიმმა“ საზღვარგარეთ რამდენიმე მთავრობის ვებგვერდზე მიიტანა შეტევა. ასევე შეძლეს ამერიკის პოლიციის გვებგვერდის გატეხვა. დააზინეს მსხვილი კორპორაციები და საკრედიტო ბარათების კომპანიები. ასევე გაშიფრეს ამერიკელი და ბრიტანელი სამართალდამცავი ჩინოსნების საუბრები, რომელიც ანტიჰაკერულ ღონისძიებებს შეეხებოდა.

კევინ მიტნიკი ყოფილი ჰაკერია.

„ეს წააგავს ვეფხვის გაღიზიანებას. ამჟამად ისინი გამოძიების ფედერალურ ბიუროს ეთამაშებიან. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ მთავრობაზე ძლიერები არიან,“- ამბობს მიტნიკი.

დუგლას სელეინი კი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავების ძალისხმევის მიუხედავად ჰაკერების შეტევები კვლავ გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG