ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში ტერაქტში ბრალდებულები სიკვდილით დასაჯეს


ვროპის უფლებადამცველი ჯგუფების პროტესტის მიუხედავად, განაჩენი ხელისუფლებამ არ გააუქმა

ბელარუსში სიკვდილით დასაჯეს ორი პიროვნება, რომლებიც 2011 წელს მინსკის მეტროში მომხდარი ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით გაასამართლეს. ევროპის უფლებადამცველი ჯგუფების პროტესტის მიუხედავად, სიკვდილით დასჯის განაჩენი ხელისუფლებამ არ გააუქმა. ბელარუსის მედიის ცნობით, ვლადისლავ კოვალიოვის და დმიტრი კონოვალოვის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში გუშინ მოიყვანეს. ორივე 25 წლის იყო. გასული წლის 11 აპრილს მომხდარი ტერაქტის შედეგად მინსკის მეტროში 15 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

XS
SM
MD
LG