ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა გმობს ლიბიის მთავრობის მოქმედებას


ობამა გმობს ლიბიის მთავრობის მოქმედებას
ობამა გმობს ლიბიის მთავრობის მოქმედებას

აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოთხშაბათს დაგმო ლიბიის მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აშშ საერთაშორისო დონეზე კონსულტაციებს აწარმოებს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით.

პრეზიდენტმა ობამამ ეს განცხადება სახელმწიფო მდივანთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დღეს ამერიკამ უცხოეთის მთავრობებთან ერთად ლიბიის მთავრობაზე ზეწოლის განხორციელების მიზნით კონსულტაციები აწარმოა. ამერიკა ასევე ყველაფერს აკეთებს ლიბიაში მყოფი ამერიკელების ქვეყნიდან უსაფრთხოდ გამოსაყვანად.

ლიბიის პრეზიდეტის უშუალოდ ხსენების გარეშე, ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ ლიბიის მთავრობას პასუხი მოეთხოვება იმ ძალადობაზე, რომელიც მშვიდობიანი ადამიანების მიმართ განხორციელდა.

XS
SM
MD
LG