ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის დამოუკიდებლობა და ჩერნობილის კატასტროფა


უკრაინის დამოუკიდებლობა და ჩერნობილის კატასტროფა
უკრაინის დამოუკიდებლობა და ჩერნობილის კატასტროფა

აი უკვე 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფეთქებას ჰქონდა ადგილი ჩერნობილის ბირთვულ რეაქტორზე. წლების განმავლობაში დასხივების შედეგად ათასდობით ადამიანი დაიღუპა. ასობით ათასი ადაიანი დღესაც არის დაავადებული.

ჩერნობილის აფეთქებას ყველაფერთან ერთად კიდევ პოლიტიკური შედეგებიც ჰქონდა. საბჭოთა ხელმძღვანელობის უნიათო რეაქციამ ამ კატასტროფაზე საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, რამაც სერიოზული როლი ითამაშა უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. როდესაც ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორზე აფეთქება მოხდა იმ დღეს ალბათ არავის ჰქონდა გააზრებული თუ რა მოხდა. ლუბა შარა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს მაშინ კიევის საშუალო სკოლის მოწაფე იყო. კიევში მითქმა-მოთქმის გზით გავრცელდა ინფორმაცია ცერნობილის კატასტროფაზე, რამაც პანიკა გამოიწვია. მან ამის შესახებ მისი დისაგან გაიგო. როგორც იგი ამბობს შეუძლებელი იყო სანდო ინფორმაციის მოპოვება.

-„ გაოგნებული დავრჩი იმ ამბით, რომ კიევის ფეშენებელურ რაიონებში ყველა სკოლა უცებ დაიხურა და პარტიული საბჭოთა ელიტის ოჯახების ბავშვებს კიევიდან ევაკუაცია მოუხდინეს.“

ფიზიკოსი ალექსანდერ სიჩი ერთადერთი დასავლელი მეცნიერი იყო, რომელმაც ჩერნობილის ზონაში მოახერხა საკვლევი სამუშაოების ჩატარება. როგორც მან თქვა თვით საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობასაც კი არ ესმოდა თუ რა მასშტაბის კატასტროფასთან ჰქონდა საქმე.

-„ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ჩერნობილის სადგურის მუშებსა და დირექტორებს არ სურდათ დაეჯერებინათ ის თუ რაც მოხდა. და მე არ ვგულისხმობ, რომ ისინი განზრახ აკეთებდნენ ამას. ფსიქოლოგიურად მათ არ შეეძლოთ იმის აღქმა, რომ ამგვარ ატომურ ელექტროსადგურზე შეიძლებოდა ასეთი კატასტროფული ავარია მომხდარიყო.“

ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ აფეთქების შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ემზადებოდა კიევში გასამგზავრებლად პირველ ამერიკელ კონსულად უკრაინაში.

-„პირველი ინოფორმაცია შვედეთიდან წამოვიდა ბირთვული საკვლევი ინსტიტუტიდან. იმ დროს აშშ და სხვა ქვენები სხვადასხვა მექანიზმებს იყენებდნენ, რათა დაედგინათ ჩერნობილის კატასტროფის მასშტაბები. ჩვენს ხელთ უამრავი ინფორმაცია აღმოჩნდა, მაგრამ არც ერთი ინფორმაცია საბჭოთა კავშირიდან.“

ამ ფონზე საბჭოთა ლიდერები ერთმანეთში იმაზე დაობდნენ თუ როგორ წარმოედგინათ მსოფლიოსათვის ეს ამბავი. აი რა გვითხრა ამის შესახებ უკრაინელმა ისტორიკოსმა ივან პატრილიაკმა:

-„დაობდნენ იმის თაობაზე თუ რა ეთქვათ საკუთარი ხალხისთვის, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისათვის, დასავლეთისათვის. გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რონალდ რეიგანს უკვე საკუთარ საწერ მაგიდაზე ჰქონდა ჩერნობილის კატასტროფის ფოტოები და აქედან გამომდინარე შეუძლებელი იყო ავარიის უარყოფა.“

ავარიიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ 14 მაისს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ტელევიზიით გამოვიდა და ისაუბრა ჩერნობილის ტრაგედიაზე. ჩერნობილის ავარიას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. ზოგ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირს მოუხდა მისი საერთო ეროვნული პროდუქციის 20-დან 30-ი პროცენტის დახარჯვა ჩერნობილის კატასტროფის შედეგებთან გასამკლავებლად. საბოლოო ანგარიშში ჩერნობილს უკრაინაში პოლიტიკური შედეგები მოჰყვა. უკრაინელი ისტორიკოსი ნატალია ბარანივსკა აი უკვე 15 წელია სწავლობს ჩერნობილის ავარიას. იგი თვლის, რომ სწორედ ჩერნობილმა უბიძგა უკრაინელებს მთელი სიმძაფრით დაეყენებინათ უკრაინის დამოუკიდებლობის საკითხი, რათა თვით გადაეწყვიტათ თუ რა სახის ელექტროსადგურები აეგოთ და რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო უკრაინა.

ამას მოჰყვა 1991 წლის დეკემბერში რეფერენდუმი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, რომელშიც უკრაინელმა ხალხმა დამოუკიდებლობა აირჩია. რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთნხმებას, რომელმაც ფაქტობრივად წერტილი დაუსვა საბჭოთა კავშირის არსებობას.

XS
SM
MD
LG