ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკაში დაპირისპირება გრძელდება


სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკაში დაპირისპირება გრძელდება
სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკაში დაპირისპირება გრძელდება

სპილოს ძვლის სანაპიროს რესპუბლიკაში საფრანგეთის სამხედრო ძალებმა აბიჯანის აეროპორტის კონტროლი აიღეს ხელში.

აბიჯანის აეროპორტიდან დაიწყო უცხოელთა ევაკუაცია. ამ აეროპორტშივე ჩამოფრინდება 300 კაციანი სამხედრო კონტინგენტი, რომელიც გაეროს მშვიდობისმყოფელთა ძალებში ჩაერთვება. საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის პრეზიდენტად აღიარებული ალასანე უტარას ძალებმა ამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორიის დაკავება მოახდინეს და ახლა უკანასკნელი შეტევისათვის ემზადებიან აბიჯანის მიმართულებით, რათა დაამხონ პრეზიდენტი ლორენ გბაგბო. უტარა ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადა. მიეხედავად ამისა გბაგმო უარს აცხადებს პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე.

XS
SM
MD
LG