ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილმმა "მეფის სიტყვამ" ოსკარი მიიღო


ფილმმა "მეფის სიტყვამ" ოსკარი მიიღო
ფილმმა "მეფის სიტყვამ" ოსკარი მიიღო

ამეირიკის კინოაკადემიის 83-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე ბრიტანულმა ისტორიულმა დრამამ "მეფის სიტყვამ", რომელიც რეჟისორმა ტომ ჰუპერმა გადაიღო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი მიიღო.

ამეირიკის კინოაკადემიის 83-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე ბრიტანულმა ისტორიულმა დრამამ "მეფის სიტყვამ", რომელიც რეჟისორმა ტომ ჰუპერმა გადაიღო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი მიიღო.საუკეთესო მამაკაცის როლისათვის ამერიკულმა კინოაკადემიამ წელს დააჯილდოვა კოლინ ფერთი, რომელმაც ფილმში "მეფის სიტყვა" მეფე ჯორჯ VI განასახიერა. საუკეთესო ქალის როლისათვის ოსკარი ნატალი პორტმანმა აიღო ფილმში "შავი გედი". საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალისა და მამაკაცის როლებისათვის ოსკარები წელს მელისა ლიოსა და ქრისტიან ბეილის ერგოთ ფილში "მებრძოლი". დანიურმა ფილმმა "უკეთესი მსოფლიო" ოსკარი საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში მიიღო. საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიში ამერიკულმა კინოაკადემიამ ფილმი "სათამაშოების ისტორია 3" დააჯილდოვა. ოსკარი საუკეთესო ადაპტირებულ სცენარში ფილმმა "სოციალურმა ქსელმა" მიიღო. წელს ამერიკის კინოაკადემიის 83-ე დაჯილდოვების ცერემონია მსახიობებს ჯეიმს ფრანკოსა და ენ ჰეთვეის მიყავდათ.

XS
SM
MD
LG