რუსეთის ხელისუფალთა ოფიციალური განცხადების თანახმად მილიციამ მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის 60-ზე მეტი მონაწილე დააკავა. აქტივისტები მილიციამ დაკავების ადგილზე ავტობუსებით გადაიყვანა. აქციაში მონაწილენი გაჰყვიროდნენ "რუსეთი პუტინის გარეშე". დაკავებულთა შორის არიან ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწე ბორის ნემცოვი. ოპოზიციურმა ჯგუფებმა დაადგინეს ყოველი თვის 31 დღე საპროტესტო აქციების დღედ, რითაც სიმბოლურად აღნიშნავენ კონსტიტუციის 31-ე მუხლს, რომლითაც რუსეთში გარანტირებულია თავშეყრის თავისუფლება.მსგავსი ინციდენტი განმეორდა სანკტპეტერბურგში, სადაც მილიციამ აქციაში მონაწილე 60 კაცი დააკავა.
პოპულარული
1