ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს ხელისუფლებისგან გამოძიებას მოითხოვს


„საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს ხელისუფლებისგან გამოძიებას მოითხოვს
„საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს ხელისუფლებისგან გამოძიებას მოითხოვს

„საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს ყველა ბრალდება რაც დაკავშირებულია სასტიკ მოპყრობასა და პოლიციის მიერ ძალადობასთან 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის და შემდგომ პერიოდში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს ყველა დაკავებული პირის უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს უფლებები მოიცავს სამედიცინო დახმარების გაწევას, იურიდიულ რჩევებს და ინფორმაციის მიწოდებას დაკავების ადგილის და ფაქტის შესახებ. საერთაშორისო ამნისტია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ დაკავებული პირების სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესები,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ადგილობრივი უფლებათადამცველი ჯგუფები გამოთქვამენ შეშფოთებას, რათა ხელისუფლება არ აძლევდა დაკავებულებს ოჯახებთან და ადვოკატებთან დაკავშირების უფლებას, ასევე მათ არ გააჩნდათ ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებები.

XS
SM
MD
LG